ირაკლი ღარიბაშვილი - ისევ ვხედავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომელთაც სამიზნედ კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება - ეს გახლავთ ქართველი ხალხის კონსენსუსი, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან, საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენა და განაცხადა, რომ ამ მოვლენებიდან 100 წლის თავზე ისევ ვხედავთ სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომელთაც სამიზნეც კანონი და კონსტიტუციაა. მისივე თქმით, საქართველოს არც შიდა და არც გარე მტრის ტიპოლოგი არ ეცვლება.

“შეუძლებელია ვილაპარაკოთ 21 თებერვლის დღესასწაულზე და 25 თებერვლის კატასტროფა არ გავიხსენოთ. 100 წლის წინ კონსტიტუციის მიღება პრაქტიკულად ქვემეხების ქვეშ, იმ შტურმის ფონზე მოხდა, რომელიც ისევ ქართველებისვე წინამძღოლობით შემოჭრილმა უცხო ძალამ - წითელმა არმიამ განახორციელა დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. ეს შემოჭრა ჩვენი ქვეყნის გასაბჭოებით, მისი ოკუპაციით და ფაქტობრივი ანექსიით დასრულდა. თებერვლის ეს სუსხიანი დღეები საუკუნის წინანდელ წარსულს გვახსენებს, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობის შიდა მტრები, ჩვენი დიდი ეროვნული იდეის მოღალატეები, ქართველი ბოლშევიკები საბჭოთა რუსეთის 11-ე არმიას შემოუძღვნენ და გაანადგურეს ყველაფერი ის, რაც გარანტირებული იყო რამდენიმე დღით ადრე მიღებული პირველი ქართული კონსტიტუციით. მინდა ფრანგული სიტყვა “დეჟა ვიუ“ ვიხმარო, რაც უკვე ნანახს ნიშნავს. როდესაც ამ მოვლენებიდან 100 წლის თავზე ისევ ვხედავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომელთაც სამიზნედ სწორედ კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ. გვახსენდება, რომ ეს უკვე ნანახი გვაქვს. ნანახი გვაქვს რეპრესიები 100 წლის წინ და ათი წლის წინაც. ჩვენ გვაქვს ნანახი ეკლესიების ნგრევა მაშინაც და არც თუ ისე შორეულ წარსულში. უკვე ორგზის გვაქვს ნანახი პროგრესის სახელით ძეგლების აფეთქება, ჩვენი მოქალაქეების კერძო საკუთრების ექსპროპრეაცია და თავისუფალი აზრის ცენზურა. ჩვენ უკვე ორგზის ნანახი გვაქვს სერგო ორჯონიკიძეები. ჩვენ უკვე ორჯერ გავიარეთ ქართული ტერიტორიების გასხვისება. ეს დღესაც გრძელდება! საქართველოს არც შიდა და არც გარე მტრის ტიპოლოგი არ ეცვლება, მაგრამ იცვლება ქართული სახელმწიფო. 2012 წლის შემდეგ, ცხრა წელი გავიდა და დღეს ჩვენ გაცილებით უფრო მყარი ფუნდამენტით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მძლავრი მხარდაჭერით, კონსოლიდირებული დემოკრატიითა და მომავლის მკაფიო ხედვით შევხვდებით ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ გამოწვევას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა