ამსტერდამში შეზღუდვების მოხსნის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ამსტერდამში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. აქტივისტები ქალაქის მუზეუმის მოედანზე შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვდნენ.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს დაშლა რამდენჯერმე სთხოვეს, რის შემდეგაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

“კომენდანტის საათის” მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე წლის იანვარში ნიდერლანდებში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გაიმართა.

იხილეთ ვიდეო:ამსტერდამში შეზღუდვების მოხსნის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა