გურამ მაჭარაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს ხისტი განცხადებები, მას აქვს პრინციპული განცხადებები, რაც ესოდენ საჭიროა დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში

ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს ხისტი განცხადებები, მას აქვს პრინციპული განცხადებები, რაც ესოდენ საჭიროა დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ წავიდეს და არ ჰქონდეს განცდა, რომ კანონი არ შესრულდება.

„მისი ეს პრინციპულობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე, რადგან არსებობს ქვეყანა - საქართველო, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და რომელიც თავის სიტყვას იტყვის, რადგან აქვს ასწლიანი კონსტიტუცია და ათასწლოვანი სახელმწიფოებრივი გამოცდილება. სწორედ აქედან ხდება, რომ მას აქვს პრინციპული განცხადებები,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს არa ხისტი არამედ პრინციპული განცხადებები აქვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა