ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე იქნება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ნინო დოლიძე არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მას გააჩნია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14--წლიანი გამოცდილება.

„ბოლო 8 წლის განმავლობაში ის მუშაობდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელად, ასევე მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით. პარალელურად ის გახლავთ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი საარჩევნო და გენდერული თანასწორობის საკითხებში. კითხულობს ლექციებს პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.

ნინო კარგად იცნობს ორგანიზაციას, რადგან 2007-2011 წლებში ის იყო სამართლიანი არჩევნების თანაშრომელი. სხვადასხვა პოზიციებზე, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 15-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო (OSCE/ODIHR, IRI, NDI, ENEMO) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ნინო დოლიძე მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 22 თებერვლიდან შეუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ 25 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. ელენე ნიჟარაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაციის გამგეობამ საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე პასუხისმგებლობა მას დააკისრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა