დავით ჭიჭინაძე - თუ მართლა შევარდნენ ოფისში, სადაც დღეს ახალი ეროვნული მოძრაობაა, „ქართული ოცნება“ გამოცხადდება სისხლიან რეჟიმად

თუ მართლა შევარდნენ ოფისში, სადაც დღეს ახალი ეროვნული მოძრაობაა, „ქართული ოცნება“ გამოცხადდება სისხლიან რეჟიმად და აიკრძალება ისე, რომ საერთოდ ვეღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს „წარმოდგენა არ აქვს, თუ ვის ესაუბრება პარლამენტში“.

„2021 წელს ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლის გამოცხადება სხვა არაფერია, თუ არა ქარის წისქვილებთან ბრძოლა, რადგან ჯერ ერთი, ეს აღარ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე, ღარიბაშვილს მგონი წარმოდგენა არ აქვს ვის ესაუბრება პარლამენტში. დღეს უფრო მეტი „ნაცი“ „ოცნებაშია“ და თან, მათი უმრავლესობა არის ხალხი, ვისაც „ოცნება“ 2012 წელს ებრძოდა“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა