ფიქრია ჩიხრაძე - განათლების მინისტრობის კანდიდატის ინიციატივა განათლების სფეროს კვლავ კორუფციის ჭაობში ჩაძირვის საწინდარია

განათლების მინისტრობის კანდიდატის ინიციატივა განათლების სფეროს კვლავ კორუფციის ჭაობში ჩაძირვის საწინდარია, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

ჩიხრაძის თქმით, ეროვნული გამოცდები ნამდვილად საჭიროებს შინაარსობრივ განახლებას, მაგრამ ის, რაც მინისტრობის კანდიდატმა, კომიტეტზე წარდგენისას განაცხადა კატეგორიულად მიუღებელია.

„პარლამენტში მთავრობის წევრთა წარდგენისას ამ პოსტზე მეოთხედ ნომინირებულმა განათლების მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში ცვლილებების შეტანას გეგმავს და უნივერსიტეტებს გადაწყვეტილების მიღების დროს შესაძლებლობა ექნებათ იხელმძღვანელონ სასკოლო ატესტატის ქულით, მასწავლებლის რეკომენდაციითა და კლასგარეშე მუშაობის მონაცემებით. ეროვნული გამოცდები ნამდვილად საჭიროებს შინაარსობრივ განახლებას, მაგრამ ის, რაც მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტზე წარდგენისას განაცხადა, კატეგორიულად მიუღებელია. პანდემიური გამოწვევების ფონზე, ისედაც პრობლემებში ჩაძირულ სკოლაში, ნაცვლად იმისა, რომ მთელი საგანმანათლებლო სისტემა მომართული იყოს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, მასწავლებელთა დახმარებაზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, დაუშვებელია, სკოლებში დააბრუნონ ყველაზე გახრწნილი კორუფციული სისტემა და ნაცვლად განათლების მიღებისა, სკოლა აღებ-მიცემობის ადგილად აქციონ. იმედია, ამ მავნებლური განზრახვის განხორციელებას სამინისტრო ფორსირებულად, ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე არ აპირებს.

განათლების სფეროში ბევრი ჩავარდნაა. წლები გადის და ცხადია, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემასაც სერიოზული განახლება და განვითარება სჭირდება, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლებისაგან უკეთესის შექმნის მოლოდინი საზოგადოებას არ აქვს. მთავარია, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის მიწურულს სისტემაში სტატუს კვო მაინც იქნას შენარჩუნებული და დრამატულად არ გაფუჭდეს ის, რაც წლების განმავლობაში სერიოზულ მიღწევად ითვლებოდა“, - აღნიშნა ჩიხრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა