ირაკლი ქარსელაძე - მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით 2020 წლის ბოლოს გარღვევა იყო - პროცესი მომავალშიც გაგრძელდება

მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით გარღვევა იყო 2020 წლის ბოლოს. რუსთავს უკვე გადაეცა და 8 თებერვლიდან მოსახლეობა სარგებლობს 22 ახალი ავტობუსით, ეს არის ევროპული სტანდარტის ტრანსპორტი, 18 ერთეული კი ამ ეტაპზე განბაჟების პროცედურას გადის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, დაბა ბაკურიანს 10 ავტობუსი მოემსახურება.

„ზოგადად, საკანონმდებლო ხარვეზიც მოწესრიგდა და თვითმმართველ ქალაქებთან ერთად, უკვე მუნიციპალიტეტებსაც უფლება აქვთ იქონიონ მუნიციპალური ტრანსპორტი. სწორედ ამ ჭრილში 6 ქალაქს, ეს არის ზუგდიდი, ფოთი, ქუთაისი, გორი, რუსთავი და თელავი, 175-დან 146 ერთეული ტრანსპორტი გადაეცა, დანარჩენი კი ყველა ჩამოსულია და განბაჟებას გადის. მნიშვნელოვანია ასევე, რომ დაბა ბაკურიანს 10 ავტობუსი მოემსახურება. ეს არის პირველი დიდი ძალისხმევა ამ მიმართულებით და ბუნებრივია, სახსრების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ამასთან, გარდაბნის წყალმომარაგების პროექტით დაინტერესდა ნინო ლაცაბიძე. როგორც ირაკლი ქარსელაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, დამატებით კიდევ 6 სოფელში ორი პროექტი მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც 11 000 ბენეფიციარი შეემატება ცენტრალური წყალმომარაგების სისტემას.

„მნიშვნელოვანი ფაზა დასრულებულია გარდაბნის წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით.

კერძოდ, სათავე ნაგებობა და რეზერვუარი მოეწყო და მიმდინარეობს მეორე ფაზის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს უკვე ჭაბურღილების და მაგისტრალის მოწყობას. მიმდინარე წლის სექტემბერში, როგორც კი მეორე ფაზა დასრულდება, აპრილში დაგეგმილია მესამე ფაზის დაწყება, რაც დაქსელვას გულისხმობს, რომლის შედეგადაც 26 000 ბენეფიციარი უზრუნველყოფილი იქნება გამართული წყალმომარაგებით. გარდა ამისა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, დამატებით კიდევ 6 სოფელში ორი პროექტი მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც 11 000 ბენეფიციარი შეემატება ცენტრალური წყალმომარაგების სისტემას“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრობის კანდიდატმა წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასმულ სხვა შეკითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ამ სფეროში დაფინანსება ათჯერ გაიზარდა, ამ ეტაპზე კი 2 მილიარდ 600 მილიონი ლარის ღირებულების 128 პროექტი მიმდინარეობს.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში