გია ვოლსკი ხატია დეკანოიძის განცხადებაზე - რაც ბოლო პერიოდში მოვისმინე იმ შენობიდან, არაადეკვატური მგონია

არავინ არაფერს არ დაგეგმავს და გააკეთებს, ისეთს, რაც არ შეესაბამება კანონს,- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან არაადეკვატური განცხადებები ისმის.

„რაღაც განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში მოვისმინე იმ შენობიდან, არაადეკვატური მგონია, არამარტო თავისი აგრესიულობით, წარსულის ან მომავლის შეფასებებით, არამედ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ. არავინ არაფერს არ დაგეგმავს და გააკეთებს, ისეთს, რაც არ შეესაბამება კანონს“,-აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათი ინფორმაციით, ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა