ფიქრია ჩიხრაძე - ძალიან ცუდი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობაზე შტურმს განახორციელებენ, ეს გააღრმავებს სამოქალაქო დაპირისპირებას

ეს იყო კატასტროფული გამოსვლა იმ ადამიანისა, რომელიც დღეს უკვე ქვეყნის ლიდერია და შეუძლია თავისი მავნე გადაწყვეტილებებით ბევრი საფრთხე გაუჩინოს ქვეყანას, - ასე აფასებს ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, მისი ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისვლა ნიკა მელიასთვის სოლიდარობის გამოცხადებასთან ერთად, მეტწილად ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამ განაპირობა.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე შტურმის განხორციელება სამოქალაქო დაპირისპირებას გააღრმავებს.

,,მე დღეს პირველად მოვედი აქ. ჩემი აქ მოსვლის განმაპირობებელი, გარდა იმისა, რომ სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა მელიას, გახდა ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, რომელიც იყო სრულიად მიუღებელი. ეს იყო კატასტროფული გამოსვლა იმ ადამიანისა, რომელიც დღეს უკვე ქვეყნის ლიდერია და შეუძლია თავისი მავნე გადაწყვეტილებებით ბევრი საფრთხე გაუჩინოს ქვეყანას. ეს იქნება ძალიან ცუდი, თუ შენობაზე შტურმს განახორციელებენ და გააღრმავებს სამოქალაქო დაპირისპირებას. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს გულშემატკივრობენ როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში ორიენტირებულ სახელმწიფოს. ამ ყველაფრის საწინააღმდეგო ქმედება იქნება თუკი ეს განხორციელდება. იმედი მაქვს, რომ ,,ქართულ ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლებიც ამას აცნობიერებენ და თუკი რაიმე გავლენა გააჩნიათ, უნდა უზრუნველყონ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები არ იყოს აღსრულებული”, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა