ფიქრია ჩიხრაძე - 100 წლის წინანდელი 23 თებერვლის მემკვიდრეები არიან - მათ გაიფორმეს სამუდამო სახელად „გავრილოვები“ და 23 თებერვლის „გმირები“

ხელისუფლებამ გაიფორმა სამუდამო სახელად „გავრილოვები“ და 23 თებერვლის „გმირები“, - ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას.

ჩიხრაძე მიუღებლად მიიჩნევს იმასაც, რომ სამართალდამცველებმა ნიკა მელიას დაკავების დროს მხუთავი აირი გაუშვეს და „შენობაში საშინელი მდგომარეობა იყო“.

„100 წლის წინანდელი 23 თებერვლის მემკვიდრეები არიან, სამწუხაროდ. თქვენ ნახეთ, რომ მხუთავი გაზი გაუშვეთ ამ დახურულ ოთახში. აქ იყვნენ ქალები, ახალგაზრდები და საშინელი მდგომარეობა იყო. მე არ ვიცი, რა ეგონათ, რას ელოდებოდნენ აქ. მათ გაიფორმეს სამუდამო სახელად „გავრილოვები“ და 23 თებერვლის „გმირები“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა