ნიკა მელიას ადვოკატი - წარმოუდგენელი ვითარებაა, კიდევ არ მინდა ბოლომდე დავიჯერო, რომ ასეთ უგუნურებამდე მივიდა ხელისუფლება - ყველანაირ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ სიმართლეს მივაღწიოთ

წარმოუდგენელი ვითარებაა, კიდევ არ მინდა ბოლომდე დავიჯერო, რომ ასეთ უგუნურებამდე მივიდა ხელისუფლება, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას მისი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისთვის უცნობია, თუ სად გადაიყვანეს დაკავებული ნიკა მელია. კონდახიშვილის თქმით, ადვოკატები ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ, მათ შორის, მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს.

„ადამიანები დაზიანდნენ, ბევრი მოწამლულია, სასწრაფო დახმარებას ითხოვდნენ, მეტ ინფორმაციას არ ვფლობ, შიგნით არ ვიყავი. ყველამ იხილა პირდაპირ ეთერში რაც მოხდა, ოქმი არ გადმოუციათ, არც განჩინება. ვარკვევთ, თუ სად გადაიყვანეს, ზუსტად არ ვიცით, უახლოეს წუთებში გაირკვევა და იმედია, საშუალება მოგვეცემა, რომ მოვინახულოთ. წარმოუდგენელი ვითარებაა, კიდევ არ მინდა ბოლომდე დავიჯერო, რომ ასეთ უგუნურებამდე მივიდა ხელისუფლება. ყველანაირ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს სიმართლეს მივაღწიოთ. იურისტები ვმუშაობთ ამ თემაზე, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ ნათელი გავხადოთ, ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა