დავით ბაქრაძე - „ქართულმა ოცნებამ" გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი უფსკრულისკენ და ამ უფსკრულის სახელია სამოქალაქო დაპირისპირება

„ქართულმა ოცნებამ" გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი უფსკრულისკენ და ამ უფსკრულის სახელია სამოქალაქო დაპირისპირება. ამ უფსკრულში ჩვენ 90-იანებში ვიყავით და ამან ჩემი თაობა გაანადგურა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა მათი მთავარი მიზანი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და ნორმალურ პროცესებში დაბრუნებაა.

„ჩვენ შეხვედრები გვექნება მესამე სექტორთან, სახალხო დამცველთან და ა.შ. შეხვედრები შედგება დღეს და მომავალ დღეებშიც, ეს იქნება საჯარო და ღია. ოპოზიცია რაიმეს დამალვას არ აპირებს. მთავარი თემა იქნება როგორ გამოვიდეთ ღრმა ჩიხიდან, რომელშიც შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ". „ოცნებამ" გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი უფსკრულისკენ და ამ უფსკრულის სახელია სამოქალაქო დაპირისპირება. ამ უფსკრულში ჩვენ 90-იანებში ვიყავით და ამან ჩემი თაობა გაანადგურა. ახლა ამოცანაა, რომ მომავალი თაობა არ გაანადგუროს სამოქალაქო დაპირისპირებამ. ჩვენი ყველას ამოცანა უცხოელ პარტნიორებთან ერთად არის როგორ ამოვიდეთ ამ უფსკრულიდან და დავუბრუნდეთ ნორმალურ პროცესებს", - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძე გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სამართალდამცველებმა უმაღლესი სტანდარტი აჩვენეს და ის ამით ამაყობს. ბაქრაძის თქმით, სახელმწიფო არ არის ძლიერი პოლიცია, სახელმწიფო მაშინ არის ძლიერი, როცა იცის როდის გამოიყენოს პოლიციის ძალა.

„თუ ვინმეს ჰგონია სახელმწიფო არის ძლიერი პოლიცია, ეს ასე არ არის. სახელმწიფო ძლიერი არის მაშინ, როცა ის არის გონიერი და პასუხისმგებლიანი, რომელსაც ესმის როდის და სად გამოიყენოს პოლიციის ძალა. დღეს, სამწუხაროდ, ასეთი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყავს და "ოცნებამ" გამოიყენა ძალა იმისთვის, რომ დაეზიანებინა სახელმწიფო ინტერესი.

როდესაც ამერიკის საელჩო ამბობს, რომ საქართველო დაშორდა ნატოს, ეს არის პირდაპირი დაზიანება საქართველოს ინტერესების. ამიტომ მადლობებს თავი დაანებონ და იფიქრონ პსუხიმგებლობაზე და იფიქრონ იმაზე, როგოგორ არ მივიდეთ იმ უფსკრულთან, რომლის იქითაც დაიწყება სამოქალქო დაპირისპირება.

რაც უფრო მეტად გაჯიუტდება "ქართული ოცნება", რაც უფრო მეტად მოექცევა უცხოელ პარტნიორებს ისე როგორც მაგალითად გუშინ მოექცნენ ჩვენს მეგობარს, რომელიც ლიეტუვიდან ჩამოვიდა სიტუაციის განსამუხტად და საპარლამენტო ტრიბუნიდან აგინეს და ლანძღეს, რაც უფრო მეტად მოიქცევიან ასე მით უფრო მეტად გარიყავენ საკუთარ თავს და შეიყვანენ საკუთრ თავს ჩიხში. საქართველოს ხელისფლება უნდა უჯერებდეს არა გავრილოვს, არამედ ამერიკის საელჩოს, ლიეტუველებს, ბრიუსელს და ევროკავშირს. თუ ამას "ოცნება" არ გაიგებს, გააგებინებენ, ამისი საკმარისი ბერკეტი არსებობს დასავლეთიდან" , - განაცხადა ბაქრაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი