დავით სერგეენკო - „ნაციონალური მოძრაობა" რომ დაკავების მეთოდებს იწუნებს, საოცრებაა, გადაახვიონ და ნახონ თავისი ჩადენილი საქმეები

„ნაციონალური მოძრაობა" რომ დაკავების მეთოდებს იწუნებს, საოცრებაა, გადაახვიონ და ნახონ თავისი ჩადენილი საქმეები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სერგეენკო მელიას დაკავებაზე საერთაშორისო კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ გამოძიებამ მაქსიმალურად უნდა იმუშაოს, რათა ამ საქმეს პოლიტიკური შემადგენელი ჩამოაცილოს და საზოგადოებას მიაწოდოს მშრალი ინფორმაცია სამართლებრივ შემადგენელზე. სერგეენკო მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი დაემუქრება.

„არც ერთი სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და სიმბოლოები იყოს ხელყოფილი და იგივე მოხდა რამდენიმე დღის წინ შეერთებულ შტატებში, ვგულისხმობ კაპიტოლიუმზე შტურმის ორგანიზატორების დაკავებას.

ეს საკითხი შედგება სამი ნაწილისგან - სამართლებრივი, პოლიტიკური და საინფორმაციო ნაწილისგან და ბოლო ორი უბრალოდ გადაბერილია. რაც შეიძლება მალე უნდა მიეცეს გამოძიებას იმის საშუალება, რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ რეალური გადაწყვეტილება გვქონდეს უკვე, რათა პოლიტიკური შემადგენელი მოცილდეს ამას.

თავს ვიკავებ ხოლმე მაქსიმალურად ხისტი შეფასებებისგან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა" რომ დაკავების მეთოდებს იწუნებს და ამბობს, რომ საბჭოთა მეთოდებია, საოცრებაა, უბრალოდ გადაახვიონ და ნახონ თავისი ჩადენილი საქმეები,"- აცხადებს სერგეენკო.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა