რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი - აშშ-ს აქვს რეალური ბერკეტები საქართველოში, ახლა მისი გამოყენების დროა

„ღრმად შეშფოთება“ კარგია დასაწყისისთვის, მაგრამ მხოლოდ დასაწყისისთვის. რუსეთისგან, ჩინეთისგან ან ბელარუსისგან განსხვავებით, აშშ-ს აქვს რეალური ბერკეტები საქართველოში, ახლა მისი გამოყენების დროა, სანამ ძალიან გვიან არ იქნება, - ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

ამასთან, ამერიკელი დიპლომატი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთი პოსტით ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მეტის გაკეთების პირობა დადო და ახლა ამ სიტყვების შესაბამისად მოქმედების დროა.

„ნავალნის დაკავება პირველი ტესტი იყო. მიანმარი — მეორე. საქართველო - მესამეა. ბაიდენმა პირობა დადო, რომ მეტს გააკეთებს დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისთვის. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმეს გაუთანაბრდეს. ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად ვარ იქ ნამყოფი 2009 წელს. მას შეუძლია იქ გავლენის მოხდენა“, – წერს მაიკლ მაკფოლი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა