ანა დოლიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს მიმართავს

ანა დოლიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს მიმართავს.

როგორც დოლიძემ განაცხადა, ახლა სასამართლოს ეძლევა შანსი შეცვალოს საქართველოს ისტორია.

„მივმართავ სააპელაციო სასამართლოს და მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს - ცხოვრებაში შეიძლება ერთხელ მოგვეცეს შანსი, შევცვალოთ საქართველოს ისტორია, დღეს ეს შანსი გეძლევათ, არ დატოვოთ ძალაში ნიკა მელიას პატიმრობის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კანცელარიასთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ეს ისტორიული შანსია.

„მინდა პირადად მივმართო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს, რომელსაც აწერია ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების გადაწყვეტის საკითხი. მართალია, იუსტიციის საბჭოში მუშაობის პერიოდში ხშირად გაკრიტიკებდით, მაგრამ დღეს მსურს გთხოვოთ, გამოიყენოთ ის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ამჟამად მოგეცათ - არ დატოვოთ ძალაში ნიკა მელიას წინააღმდეგ საპატიმრო ღონისძიება. ეს ისტორიული შანსია. ფაქტობრივად, როგორც ხორავას ქუჩის მოსამართლეს, გეძლევათ შესაძლებლობა შეცვალოთ საქართველოს ისტორია,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ასევე მიმართავს ხელისუფლებას და აცხადებს, რომ „სააპელაციო სასამართლოს ის ფანჯარა, რომელიც არის ხვალამდე ღია, გამოიყენეთ, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას, თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია და ქვეყნის ნგრევა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა