ჯონათან კაცი - ვერც ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს მიაღწიოს საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების მიზანს

„გერმანიის მარშალის ფონდის“ მკვლევარის, ჯონათან კაცის განცხადებით, უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება იმის განსასაზღვრად, თუ როგორ წარიმართება საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესი. ამის შესახებ მკვლევარმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, მმართველმა პარტიამ ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოს ხელისუფლების წამყვან პოზიციებზე პირები, რადგან ეს უკავშირდება იმას, თუ როგორ აღიქმება ის ქვეყნის შიგნით და გარეთაც.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რა მოხდება შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში. რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა ტემპერატურის დასაწევად და იმ სიტუაციასთან დასაბრუნებლად, სადაც დისკუსია და წინ მიმავალი გზის ძიება ხდება“, - ამბობს კაცი.

ასევე, ჯონათან კაცის თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, უკან გადადგმული ნაბიჯია იმ კუთხით, თუ როგორ არის საქართველო დანახული.

„როდესაც საქართველოში ამის მსგავსი ინციდენტები ხდება, ქართული მხრიდან უნდა ვნახოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ აღდგეს რწმენა იმისა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, რომ მას სურს შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. ის, რაც ხდება, არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ კუთხით, თუ როგორ არის საქართველო დანახული. და ეს მხოლოდ აძლიერებს იმ მავნე აქტორების არგუმენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსთვის ალტერნატიული გზა [მომავალი] სწორედ ისე გამოიყურება, რასაც ახლა ხედავთ რუსეთში ან სხვა ქვეყნებში, რომლებშიც არ ყოფილა პროგრესი“, - აცხადებს ჯონათან კაცი.

ამასთან, მისი თქმით, ვერც ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს მიაღწიოს საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების მიზანს.

„ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი შეშფოთების უდიდესი საგანი იყო ქვეყნის დესტაბილიზაცია, პოლარიზაცია. ვფიქრობ, ეს ნიშნავდა იმას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო მნიშვნელოვანი ძალადობა. ვერც ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცეცხლს აღვივებს, ვერ შეძლებს მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც საქართველოს სწორ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნება ჰქვია და ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ფოკუსირება“, - აცხადებს ჯონათან კაცი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს