ზურაბ ბატიაშვილი - განცხადებების ტონი სულ უფრო და უფრო მკაცრდება, შემდეგი ეტაპი სანქციებია - რეალური გამოსავალი, მელიას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

განცხადებების ტონი სულ უფრო და უფრო მკაცრდება, შემდეგი ეტაპი სანქციებია - რეალური გამოსავალი, მელიას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი საქართველოს პარტნიორების იმ განცხადებებს, რომელი ნიკა მელიას დაკავების შემდეგ „ქართული ოცნების“ მისამართით კეთდება.

მისივე თქმით, რადგან პოლიტიკა ყოველთვის განახლებასა და ახალ ქმედებებს მოითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ ან რეპრესიები უნდა გააგრძელოს, ან ოპოზიციის მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს.

„რადგან პოლიტიკა ყოველთვის განახლებასა და ახალ ქმედებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე, „ოცნებამ“ ან უნდა გააგრძელოს რეპრესიები და დაიჭიროს კიდევ უფრო მეტი პოლიტიკოსი, წნეხის ქვეშ მოახდინოს მედიასაშუალებები და ა.შ. ამ მეორე, რეალური გამოსავალია, გაათავისუფლოს მელია და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც შექმნილი სიტუაციის სწორი გამოსავალია.

ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მხოლოდ განცხადებებია. განცხადებების ტონი იცვლება და სულ უფრო და უფრო მკაცრი ხდება. ამის შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, სანქციები. ისინი ისე შეეცდებიან სანქციების გაკეთებას, რომ მოსახლეობა ნაკლებად დაზარალდეს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს