თამარ გაბუნიას განცხადებით, სამიზნე დღიურ ტესტირებად 20 ათასი ტესტი რჩება, კოვიდის მიზნებისთვის კი ქვეყანაში 5 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამიზნე დღიურ ტესტირებად 20 ათასი ტესტი რჩება, კოვიდის მიზნებისთვის კი ქვეყანაში 5 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული.

როგორც გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში კოვიდინფიცირების აქტიური 1600 შემთხვევიდან, 103 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„ჩვენთვის სამიზნე დღიური ტესტირებისთვის რჩება 20 ათასი ტესტი, ამდენად ის, რომ სიმპტომური, ასიმპტომური პირები, კონტაქტები და ბიზნესსექტორში ტესტირების პროგრამები უნდა გაგრძელდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და დამატებითი დეტალებიც დაზუსტდება იმ სექტორისთვის, რომელიც აქამდე არ ოპერირებდა, მაგრამ ახლა შედარებით მეტი შესაძლებლობა იქნება მათი ოპერირების გააქტიურებისთვის, ამდენად ტესტირების პროგრამები ამ მიმართულებით გაგრძელდება, მაგალითად, სააღმზრდელო დაწესებულებებში მასწავლების ტესტირება, ისევე, როგორც ეს არის მიმდინარე პერიოდში სკოლებაში.

რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორის მობილიზებას, 5 ათასზე მეტი საწოლია კოვიდის მიზნებისთვის მობილიზებული. დილით პაციენტი იყო 1600, 123 არის ტრიაჟში, აქედან ინტენსიური თერაპირიის განყოფილებაში 302, 103 რეანიმაციულ განყოფილებაში“,- განაცხადა გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა