თამარ გაბუნიას განცხადებით, რიგ სექტორს თანაშრომლების ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო მარტშიც დაუფარავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ რიგ სექტორს თანაშრომლების ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო მარტშიც დაუფარავს.

როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, სახელმწიფო დაფარავს იმ დასაქმებულების ტესტირების ხარჯებს, ვისზეც მეტი სოციალური დატვირთვაა.

„ტესტირებასთან დაკავშირებით გარკვეული პროცენტული მოთხოვნებია, დასაქმებულების რა ნაწილში უნდა ჩატარდეს ტესტირება თვეში, რომ ეპიდგარემო უსაფრთხო იყოს. ტესტირების ხარჯებს ამ ეტაპზე სახელმწიფო ფარავს. თებერვალში სრულად იყო სახელმწიფოს მიერ დაფარული, მარტშიც დაუფარავს სახელმწიფო ამ ხარჯებს რიგ სექტორს. რა თქმა უნდა, პედაგოგების, ტაქსის მძღოლების და იმ ჯგუფების, ტესტირება, რომლებსაც მეტი სოციალური დატვირთვა აქვთ სახელწიფოს მიერ გაგრძელდება. რაც შეეხება ბიზნესის ვალდებულებებს, ამაზე დეტალებს დავაზუსტებთ, დამოკიდებული იქნება სამიზნე ჯგუფის რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენად შეუძლია სახელმწიფო პროგრამას ფინანსურად, რომ ეს დაფაროს“,-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა