ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ ჯგუფებში, სადაც ტესტირებები მიმდინარეობს, სიტუაცია დამამშვიდებელია და კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 1.5%-ს არ აჭარბებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ ჯგუფებში, სადაც ინტენსიური ტესტირებები მიმდინარეობს, სიტუაცია დამამშვიდებელია და კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 1.5%-ს არ აჭარბებს. კერძოდ, გამყრელიძის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლი 0,5%, ბაზრობის მოვაჭრეებში - 0,3%, რელიგიის მსახურებში - 0,9%, მოლებსა და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებში - 0,2%, სკოლის პედაგოგებში -0,3%, რანდომული ტესტირების დროს სკოლაში - 0,2%, ხოლო სატრანსპორტო პოლიციის 20%-ის გატესტვისას დაახლოებით, 0,4%-ია.

„ჩვენ დღეს გვაქვს 443 ახალი შემთხვევა ქვეყანაში, ჩატარდა 19 051 ტესტი, დღევანდელი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 2,33. ყველაზე ნაკლები აქედან არის აჭარაში - 0,5%. თბილისში - 3%, ქვემო ქართლში - 1%, იმერეთში - 3%, ყველაზე მეტი გვაქვს ჯერჯერობით გურიაში - 5%. დანარჩენგან დღეს დილისთვის არის 3%-ზე ნაკლები. 7-დღიანი საშუალო მაჩვენებლი გვაქვს 2,36%, ასევე 14-დღიანი 2,36%, რაც ნიშნავს, რომ სტაბილიზაცია არის. თებერვლის საშუალო მაჩვენებელი არის 2,9. ხოლო ბოლო 30 დღის 3,1% ქვეყნის მასშტაბით. ამ მხრივ ყველაზე მშვიდი სიტუაცია გვაქვს აჭარის რეგიონში, სადაც ჩვენ როგორც 14 დღის, ისე, თებერვლის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1%-ის ფარგლებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, ნოემბერ-დეკემბრის დღევანდელ მონაცემებთან შედარების შედეგად, ინციდენტობის მაჩვენებლი 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მაღალი მონაცემი 10 დეკემბერს იყო. „15 ნოემბრიდან დეკემბრის 10-მდე გვქონდა პიკური პერიოდი. დღევანდელ შემთხვევათა რიცხვი, ინციდენტობა 10-ჯერ შემცირებულია. ასევე შემცირებულია სიკვდილიანობა. დღეს გვქონდა 6 ახალი გარდაცვლილი 24 საათის განმავლობაში და სიკვდილიანობის პროცენტი არის 1,2%-ზე. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენ ყველა ის რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ. პირბადის ტარების მაჩვენებლი 72%-მდე იყო გაზრდილი, ბოლო კვირაში გვაქვს კლება 62%-ზე. ეს ნიშანია იმისა, რომ რადგან ეპიდსიტუაციის სტაბილიზირება მიმდინარეობს, ვქმნით ილუზიას, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არადა, 400 ყოველდღიური შემთხვევა არ არის ცოტა საქართველოსთვის და ძალიან საყურადღებო. თხოვნაა მოსახლეობისთვის, რომ მთავარი პრევენციული ღონისძიება, პირბადის ტარება ავიყვანოთ 95%-მდე და ყველა ის შემსუბუქება რაც დღეს გამოცხადდა უფრო ადვილად გადაგვატანინებს მომავალ 2 თვეს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მარტსა და აპრილში მიუხედავად შემსუბუქებისა, პულსზე კარგად გვეჭიროს ხელი და შევინარჩუნოთ დაახლოებით, იმ ფარგლებში, რაშიც ვართ“, - განაცხადა გამყრელიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა