ლევან ხაბეიშვილი - ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა, როცა მაგიდის მეორე მხარეს კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერი არის მოპარული, მოლაპარაკებები არ გამოვა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აზრი ნიკა მელიას უპირობოდ გათავისუფლების შემთხვევაში ექნება.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, „მოლაპარაკებები არ გამოვა, როცა მაგიდის მეორე მხარეს კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერი მოპარულია”.

„ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის, რა თქმა უნდა, მზად არის, თუმცა, როცა მაგიდის მეორე მხარეს კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერი არის მოპარული, მოლაპარაკებები არ გამოვა. ამიტომ, უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდება მოლაპარაკების დაწყება.

ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნების” გარდა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ დაინახა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და რომ ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. ახლა მთავარია „ქართული ოცნების” გახურებულ ტვინებამდე დავიდეს ის, რომ მშვიდობაა ქვეყანაში საჭირო, აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები და ამასობაში, ჩვენი პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს გათავისუფლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველანაირ მოლაპარაკებას აზრი დაეკარგება”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა