გერმანიასა და ბელგიაში რამდენიმე მილიარდი ევროს ღირებულების 23 ტონა „კოკაინი“ ამოიღეს

გერმანიასა და ბელგიაში 23 ტონა „კოკაინი“ ამოიღეს, რომელიც ჰოლანდიაში გასაგზავნად იყო გამზადებული, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მებაჟეებმა 16 ტონა „კოკაინი“ ჰამბურგის პორტში, პარაგვაიდან ჩატანილ ტვირთში აღმოაჩინეს. 7.2 ტონა კი ბელგიაში, ანტვერპენის პორტში. „კოკაინი“ სამშენებლო მასალების თუნუქის ქილებში იყო მოთავსებული.

„ეს არის კოკაინის ყველაზე დიდი ოდენობა, რაც ევროპაში ოდესმე ამოუღიათ და მსოფლიოში ამოღებული ერთ-ერთი დიდი ოდენობა,“ - აცხადებენ გერმანიის საბაჟო სამსახურში.

ჰამბურგის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელის განცხადებით 16 ტონა „კოკაინის“ ფასი დაახლოებით 1.5-3.5 მილიარდი ევროა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა