კლუბ „აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი - რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში ჩინოვნიკები ერევიან, თავი დაგვანებონ!

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში ჩინოვნიკები ერევიან - ჩინოვნიკებმა თავი დაგვანებონ, მორაგბეები და სარაგბო საზოგადოება დაგვტოვონ რაგბთან მარტო, - ამის შესახებ კლუბ „აკადემიის“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან ობოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მუნიციპალური და არამუნიციპალური კლუბები დღეს ზეწოლის ქვეშ არიან.

„გუშინ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოსო ტყემალაძემ განაცხადა, რომ თითქოს ჩვენ ხელს ვუშლიდით ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობაში, მაგრამ ჩვენ იქ ვიყავით ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად და გვინდოდა გაგვეგო ის ადამიანები და მათი გვარები თუ რომელ კლუბს წარმოადგენდა. ჩინოვნიკებმა თავი დაგვანებონ, მორაგბეები და სარაგბო საზოგადოება დაგვტოვონ რაგბთან მარტო. პირდაპირ ვიტყვი, რომ მუნიციპალური და არამუნიციპალური კლუბები დღეს არის ზეწოლის ქვეშ. გვიწევს სახელმწიფოს რიგ ჩინოვნიკებთან ბრძოლა და ვეცდებით, რომ მოვუგოთ ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ობოლაძემ.

ამასთან, ლევან ობოლაძემ პრემირ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ პრემიერი მათი პრობლემით დაინტერესდება.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა. როგორც რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოსო ტყემალაძემ განაცხადა, არჩევნები ხელახლა ჩატარდება.

ავჭალის სტადიონთან იმყოფებოდნენ ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ყრილობა არალეგიტიმური იყო.

როგორც ცნობილია, გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. აქედან გამომდინარე, აბუსერიძე დღეს დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში