თეონა ჭალიძე მოსახლეობას 26 თებერვალს დაგეგმილ აქცია-მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე მოსახლეობას 26 თებერვალს დაგეგმილ აქცია-მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი არჩევნებია.

„მოგმართავთ სოციალურად დაუცველებს! ვიცი, მოგბეზრდათ თვიდან თვემდე საარსებო შემწეობის ლოდინი და მთელი თვე იმის ფიქრი, როგორ იარსებოთ 60 ლარით! ვიცი, მოგბეზრდათ უსამართლობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე. მოგმართავთ დევნილებს, რომლებსაც 45 ლარსაც გამადლიან და ბევრ მათგანს დღემდე თავშესაფარი არ გაქვთ. მოგმართავთ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, ვისაც გინდათ სათანადოდ ზრუნავდეს სახელმწიფო თქვენზე და ითვალისწინებდეს თქვენს საჭიროებებს. მოგმართავთ ვეტერანებს, ვისაც სახელმწიფოსგან 22-ლარიანი დაფასება შეურაცხგყოფთ. მოგმართავთ პენსიონრებს, ვისაც ისედაც მცირე პენსიის ნაწილის მაღალი საპროცენტო განაკვეთით აღებული სესხის პროცენტისთვის გძალავენ, ისევე როგორც დევნილებსა და შშმ პირებს. მოგმართავთ ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ უკეთესი ცხოვრების ღირსი ხართ, ვინც ფიქრობთ, რომ დაპირისპირების და ძალადობრივი დემონსტრირებების ნაცვლად სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ადამიანებზე. მოგმართავთ ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ სოციალური სამართლიანობის და სოციალური ცვლილებების დროცაა. მოდით 26 თებერვალს, 13:00 საათზე ფილარმონიასთან აქცია-მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად. აქცია არის თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისთვის. დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ კონსენსუსია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება კი ამ კონსენსუსის მთავარი ინგრედიენტია", - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

აღნიშნულ კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს