გია ვოლსკი ოპოზიციაზე - მათ მიერ დაყენებული არც ერთი საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს - ეს არის კონსპირაცია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ!

მათ მიერ დაყენებული არც ერთი საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს და თუკი სიღრმისეულად გავაანალიზებთ, ეს არის კონსპირაცია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დესტრუქციაზეა ორიენტირებული.

„აქციები სიახლე არ არის, აქციები იგეგმებოდა არჩევნებამდეც და დესტრუქციული პროცესების განვითარების მოთხოვნა დღის წესრიგში დგას 2013 წლიდან, როცა სააკაშვილი დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში. ეს არის რეალობა და მას საზოგადოებამ უნდა გაუსწოროს თვალი. განსაკუთრებით მივმართავ იმ ხალხს, ვისაც ჰგონია, რომ „ნაცმოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს რაიმე სიმართლე გააჩნიათ შექმნილ ვითარებაში - არც ერთი პოზიცია, მათ მიერ დაყენებული არც ერთი საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს და თუკი სიღრმისეულად გავაანალიზებთ, ეს არის კონსპირაცია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ეს გვახსოვდეს ყველას,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა