ლევან ხაბეიშვილი - კალაძეს მოვუწოდებ, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ყველაფერს დაარქვას საკუთარი სახელი და როგორც გახარია გაემიჯნა „ქართულ ოცნებას“, იგივე შეუძლია გააკეთოს

კალაძეს მოვუწოდებ, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ყველაფერს დაარქვას საკუთარი სახელი და როგორც გახარია გაემიჯნა „ქართულ ოცნებას“, იგივე შეუძლია გააკეთოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ახლა შუაშისტური პოზიციების დრო არ არის.

„ახლა პრანჭიაობის დრო ნამდვილად არ არის. არც იმის დროა, სელფის ჯოხით რომ ირბინოს. ძალიან მარტივად, მკაფიოდ, ღიად, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, გამოვიდეს და დააფიქსიროს კონკრეტული პოზიცია. ფაქტია, რომ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა ახლა არ არის იმის დროს, რომ შუაშისტური პოზიცია დაიჭიროს. ან იღებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, ან გამოდის და აკეთებს ერთადერთ სწორ განცხადებას, რომ ნიკა მელიას აყვანა იყო დანაშაული, სიბეცე და სისულელე, რასაც საუბრობს სრულიად ცივილიზებული სამყარო, ან არადა ღარიბაშვილ-ივანიშვილ-კობახიძესთან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას. მას კიდევ აქვს არჩევანი იმის, რომ ერთადერთხელ მოიქცეს სწორად და აბსოლუტურად ზუსტად შეაფასოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება. ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ნიკა მელია არის „ქართული ოცნების”, ღარიბაშვილის და ივანიშვილის ტყვე, ამაზე საუბრობს არათუ ოპოზიცია, არამედ მთელი მსოფლიო”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ახლა საჭიროა პოლიტიკური დისკუსია.

„საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია. კომპრომისი კი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში”,- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა