მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით ზედმიწევნით სწორი და მართებული გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების ის მექანიზმი, რასაც ნიკა მელიას ადვოკატებმა მიმართეს.

"გასაჩივრების წესი განსხვავებულია. გამომდინარე აქედან, სასამართლომ ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია. სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს და იმას, თუ რამდენად იყო შესაძლებელი პოლიტიკური თვალსაზრისით ვითარების განეიტრალება, უნდა ვთქვათ, რომ თუკი ეს სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფას იწვევდა, რასაკვირველია, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კრიტერიუმით, რომელიც სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებს სცილდება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო.

მელიას ადვოკატების საჩივრის მიხედვით, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს