თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა მელიას საჩივარი დაუშვებელია, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის უფლებამოსილებას - განიხილოს საჩივარი საქმის არსებითი განხილვის დროს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებებთან დაკავშირებით.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ განიხილავდა წარდგენილ საჩივარს.

„რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას, წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საჩივრის არსებითი განხილვა ვერ მოხდა, საგამოძიებო კოლეგიაში ამგვარად გასაჩივრების დაუშვებლობის გამო, ამავე დროს სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულს აქვს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რიგი უფლებებისა, რომ მოხდეს მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა; ბრალდებულს უფლება აქვს გაასაჩივროს შეფარდებული დაპატიმრება შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად; საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე ვალდებულია - განაჩენის გამოტანამდე ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი; მხარეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა განაჩენის გამოტანამდე ახალი არსებითი მნიშვნელობის საკითხის არსებობის შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს საქმის განმხილველ მოსამართლეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო