ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტს აკრძალავს, თუ მომწოდებლები ხელშეკრულებების პირობებს არ შეასრულებენ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტს აკრძალავს, იმ შემთხვევაში, თუ მომწოდებლები, როგორიცაა AstraZeneca, ვაქცინის მიწოდებას კვლავ ვერ უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Gardian-ი ავრცელებს.

„ეს არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ მიმართულია შემდეგი კითხვისკენ : სცემს თუ არა პატივს კომპანია, რომელიც ევროპაში დამზადებული ვაქცინის ექსპორტს აწარმოებს, ხელშეკრულებას ევროკავშირში?“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ვირტუალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ექსპორტის უმეტეს ნაწილს BioNTech / Pfizer-ი ახორციელებს.

”თუ გადავხედავთ, ექსპორტის აბსოლუტური უმრავლესობა, 95%-ი, BioNTech / Pfizer– ის მიერ ხორციელდება, დანარჩენი - Moderna-ს მიერ. ორივე პატივს სცემს კონტრაქტს, ასე რომ ჩვენში ყველაფერი კარგად არის. ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ AstraZeneca- სთან, სადაც ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს. ასე რომ, ყურადღებით ვაკვირდებით, რა ხდება,” - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

იხილეთ ვიდეო:ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტს აკრძალავს, თუ მომწოდებლები ხელშეკრულებების პირობებს არ შეასრულებენ

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი