მეტროსადგურ “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე “ევროპული საქართველოს” ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან

მეტროსადგურ “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე “ევროპული საქართველოს” ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.

პარტიის ლიდერები შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად, ნიკა მელიას მხარდასაჭერ მსვლელობას შეუერთდებიან.

“დემოკრატია არ არის ჩვენი აკვიატებული თვითმიზანი. დემოკრატია სჭირდება ჩვენი ხალხის განვითარების გარანტიას. დემოკრატიისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი და ჩვენი დღევანდელი სლოგანი -“თავისუფლებისთვის” არ ეხება მხოლოდ ნიკა მელიას, ეს არის თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისთვის ბრძოლა და იმედი მაქვს, რომ დღეს ამ ბრძოლას არამარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ მოქალაქეებიც შემოუერთდებიან და ნებისმიერ შემთხვებაში, ჩვენივე ხელით გადარჩება ჩვენი შვილების მომავალი“, - განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, აკაკი ბობოხიძემ.

ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია 15:00 საათზე დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: “მსვლელობა თავისუფლებისთვის” მოაწყობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა