ლევან იოსელიანი - ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და განუწყვეტელი აქციებით, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის აქციების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ლეგიტიმურია, თუმცა, "მოქალაქეები" მას არ შეუერთდებიან. ამასთან, იოსელიანი აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რამაც პროცესები კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანა და " რადიკალიზაციის ფონი" კიდევ გაზარდა.

იოსელიანი ფიქრობს, რომ გამოსავალი მოლაპარაკებებია და ის წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს.

"NDI-ის ბოლო კვლევაში მოქალაქეების 80 პროცენტი ამბობს, რომ პროცესმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში. ამიტომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი რომ უნდა დასრულდეს ნიკა მელიას გათავისუფლებით და მოლაპარაკებით, ეჭვი არ მეპარება და ამაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებას და პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ აქციებში ჩვენ არ ვმონაწილეობთ, თუმცა, მათი მოთხოვნები არის ლეგიტიმური და ერთ- ერთი მოთხოვნა, რაც არის ვადამდელი არჩევნები, ამის მიმართ სოლიდარულები ვართ,"- განაცხადა იოსელიანმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა