რუსთაველის გამზირზე მდებარე ხის კონსტრუქცია, რომელიც გუშინ საპროტესტო აქციაზე იყო განთავსებული, აიღეს

რუსთაველის გამზირზე მდებარე ხის კონსტრუქცია, რომელიც გუშინ საპროტესტო აქციაზე იყო განთავსებული, აიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფებმა განუცხადეს, რამდენიმე წუთის წინ მათთან საპატრულო ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ ვის ეკუთვნიდა რუსთაველის გამზირზე განთავსებული ხის კონსტრუქცია.

როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები აცხადებენ, მოგვიანებით კონსტრუქცია აიღეს, თუმცა მათთვის უცნობია, რომელი სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს.

გუშინ, მას შემდეგ, რაც პარლამენტთან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შეწყდა, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები მუსიკას აღნიშნული ხის კონსტრუქციიდან უსმენდნენ.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტის წინ ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია და მსვლელობა სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა.

აქციის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტებმა და პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები განათავსეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს