ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომავალ კვირას „ფაიზერის“ ბოლო გადაწყვეტილება გვეცოდინება, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „ფაიზერს“ დაასწრებს

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინამდე, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა. როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მარტში საქართველოში ვაქცინაციის პროცესი „აუცილებლად დაიწყება“.

„მოლაპარაკების იმ წერტილამდე ვართ მისული, რომ მარტში იქნება შესაბამისი დოზები. დიდი ალბათობით „ასტრაზენეკა“ დაასწრებს „ფაიზერს“, მაგრამ მომავალი კვირას „ფაიზერთან“ გვაქვს ტელეკონფერენცია, სადაც გვეცოდინება „ფაიზერის“ ბოლო გადაწყვეტილება. „ასტრაზენეკას“ გარკვეული დოზები, დიდი ალბათობით, დაასწრებს და ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყება მარტში იმ სქემით, რომელიც ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვითაა გათვალისწინებული. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან ბევრ კომპანიასთან, ასევე თვალყურს ვადევნებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურ სიას, რომელიც უკეთებს დასტურს სხვადასხვა ვაქცინას, რომ ის აღიარებულია. პარალელურად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კოვაქსთან, ასევე 4-5 მწარმოებლებთან, დამატებით დოზებთან მიმართებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა