გია ვოლსკი - ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია სჩადის

ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია სჩადის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეუშლის თუ არა ხელს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება ინვესტორების მოზიდვას.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, რეიტინგი არ არსებობს მსოფლიოში, სადაც საქართველოს წამყვანი ადგილი არ უკავია.

„ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია სჩადის. იგივე ვალუტის კურსზე შეტევა, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების დამძიმება, არის ის მექანიზმები, რომელსაც ოპოზიცია იყენებს, რომ იქნებ არეულობიდან რაიმე პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს, რაც უპერსპექტივო ძალისხმევაა.

მაგრამ, ამავე დროს, არის კიდევ ერთი ხაზგასასმელი მომენტი. რეიტინგი არ არსებობს მსოფლიოში, არცერთი მიმართულებით, სადაც საქართველოს წამყვანი ადგილი არ უკავია, სიტყვის თავისუფლებით, დემოკრატიით, ბიზნესის კეთებით, სასამართლოს ან მედიის დამოუკიდებლობით. ეს არის ფაქტი.

რასაკვირველია, ძალიან რთულია, ამ ფაქტების ფონზე მოლაპარაკების მაგიდასთან მიხვიდე და ილაპარაკო საქმეზე და არა იმაზე, თუ როგორ დაანგრიო და არეულობა გამოიწვიო.

ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, ეს კარგად იცის ოპოზიციამ, ბევრი ადამიანი, რომელიც საზარბაზნე ხორცად უნდათ, რომ გამოიყენონ, არის თემატური ჯგუფი, რომელმაც კარგად იცის, რომ ამ პანდემიის წასვლის პირობებში, მთელ მსოფლიოში დაგროვილი რესურსი, რაც ბიზნეს გააჩნია, იქნება შეტანილი იმ ქვეყნებში, სადაც სტაბილურობაა “,-აცხადებს ვოლსკი.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო