თინა ბოკუჩავას განცხადებით, ახლა ოპოზიციის დაყოფისა და დანაწევრების დრო არ არის

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ახლა არ არის ოპოზიციის დაყოფისა და დანაწევრების დრო. ბოკუჩავა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მისი თაობის პოლიტიკოსებს გვერდზე გაწევისკენ მოუწოდა.

ბოკუჩავას განმარტებით, ის თუ ვინ იქნება მოწინავე ადგილას, თუ უკანა პლანზე, ამას პროტესტის დინამიკა განსაზღვრავს.

„მე არ ვფიქრობ, რომ ახლა არის ოპოზიციის დაყოფის და დანაწევრების დრო. მე ვფიქრობ, რომ ახლა ყველა უნდა დადგეს ერთად. ის თუ ვინ იქნება წინ ასპარეზზე, ვინ უკან და ა.შ. ამას განსაზღვრავს თვითონ პროტესტის დინამიკა, მაგრამ ყველა ადამიანი, ყველას გამოცდილება, ყველას მონდომება და ჩართულობა ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ახლოს არის გამარჯვება. ამიტომ, ჩემი აზრით, უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც გვაერთიანებს, ვიდრე იმაზე, რაც შესაძლებელია, განგვასხვავებდეს,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მისი თაობის პოლიტიკოსებს მიმართავს, გვერდზე გაიწიონ, რადგან განახლებაა საჭირო. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ როგორც ტრიბუნაზე, ასევე ტელეეთერში უნდა შეამცირონ გამოსვლები და სხვებისთვის მაგალითის მისაცემად ერთი თვე არ წავა არც ერთ პირდაპირ ეთერში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი