გიგა ბოკერია - თაკო ჩარკვიანისთვის არცერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია და არც ახლა ვაპირებ სერიოზულად აღქმას

თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არცერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკერია აცხადებს, ის თაკო ჩარკვიანის „ფეისბუქ“ პოსტის სერიოზულად აღქმას არ აპირებს.

„ პოსტს არ გავცნობილვარ, მაგრამ ამბავი ვიცი. თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არცერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია. ეს არ არის პირველი და უკანასკნელი და არც ახლა სერიოზულად აღქმას არ ვაპირებ“, -აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალი ის არის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს - ბოკერია. მისივე თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ პირველი ჩვენება ბურჯანაძემ მისცა, რომელიც ჩარკვიანის თქმით, „პოლიტიკური გვამია და აქციებით "გაცოცხლებას" ლამობს”.

"ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი ,"ბოკერია- ბურჯანაძის" პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა!"- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა