ნიკა მელია - საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში

საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მას ის ენერგია ამოძრავებს და ამხნევებს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში პარტიის ოფისში ყოფნის დროს მხარდამჭერებისგან მიიღო.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ის ფსიქოლოგიურად კარგად იყო მომზადებული და ახლაც სრულად მობილიზებულია ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის.

„მჯეროდა, რომ მხნედ ვიქნებოდი, მაგრამ ვერ წარმომედგინა თუ ასე მხნედ. ეტყობა კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად, თან დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. როცა ზუსტად იცი, რომ უდანაშაულო ხარ და ეჭვი არ გეპარება, ალბათ, ყოველთვის ასე ხარ მხნედ. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის!“- განაცხადა მელიამ.

კითხვაზე, რა აკლია მას ყველაზე მეტად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სოლიდარობისა და მხარდაჭერის ემოციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ყველაზე მეტად მაკლია სოლიდარობის და მხარდაჭერის ემოცია. ხალხი მაკლია ანთებული თვალებით. იმდენი პოზიტიური ენერგია, რაც ოფისში ყოფნისას მივიღე, ალბათ, დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში ჯამში არ მიმიღია, მგონი იმხელა მარაგი დავაგროვე, ახლაც ეს ენერგია მამოძრავებს და მანარჩუნებინებს სიმშვიდეს და საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში. აქციას ვუყურე და ძალიან ვინერვიულე, რომ იქ არ ვიყავი, თან ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ხალხი არ ნებდება და პირიქით, სულ უფრო და უფრო გრძნობს გამარჯვების გემოს. ჩემი გამოსახულებით პლაკატს რომ შევხედე, განცდის გაორება მქონდა- თან უხერხულობისგან მეცინებოდა, თან ძალიან ამაღლებული გრძნობა მქონდა, ძალიან გამიხარდა!“- განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს