ნიკა მელია - განცდა მაქვს, რომ აქ დიდხანს ყოფნა არ მომიწევს

ჩემებს უთქვამთ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ მივლინება რა არის?! როგორ აუხსნიან რატომ არ ვურეკავ არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ, რამე მივლინებაზე უფრო გასაგები სანდროსთვის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ „მთავარი არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ ვინ აკლდა მას ყველაზე მეტად, ნიკა მელიამ სწორედ თავისი შვილი სანდრო დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ მისი შვილი საკუთარი მამისა და მისი მეგობრების ქმედებებით იამაყებს.

„ბოლო დღეები პარტიაში რომ ვიყავი დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან რატომ არ ვურეკავ, არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ, რამე მივლინებაზე უფრო გასაგები სანდროსთვის. ერთი რაც მამშვიდებს ისაა, რომ როცა გაიზრდება, youtube-ში ან google-ში რომ შევა და ნახავს ჩემს ამბებს, მგონია რომ იამაყებს, ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც, ყველა ჩვენგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლებას და რომ მოვუტანთ მას თავისუფლებას ამაში ეჭვიც არ მეპარება. ყველაფერი კარგად არის. ისტორიის სწორ მხარეს ვარ და ამაზე უკეთესი ვერაფერი მოხდებოდა. ციხეში ყოფნაზე უარესი კიდევ ბევრი რამე შეიძლება იყოს. არ ინერვიულონ (ოჯახმა) და სანდროს მიხედონ. განცდა მაქვს, რომ აქ დიდხანს ყოფნა არ მომიწევს, მაგრამ თუ მომიწევს, მზად ვარ ამისთვისაც, ვიყო ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო