ზაალ უდუმაშვილი შსს-ს განცხადებაზე - უკანონოდ მოიპარეს ჩვენი სერვერები და თავად დააბრუნონ

უკანონოდ მოიპარეს ჩვენი სერვერები და თავად დააბრუნონ, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელმაც პარტიას მიმართა, გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც 23 თებერვალს ოფისიდან ამოღებული სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა გადაეცემა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უდუმაშვილმა განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოღებულ მოწყობილობებზე ვერაფერი იპოვა და გადაწყვიტა, უკან დააბრუნოს.

„ჩვენი პარტიიდან სერვერების მოპარვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. უკანონოდ მოიპარეს ჩვენი სერვერები და თავად დააბრუნონ უკან ეს მოწყობილობები. შსს-მ გადაწყვიტოს, როგორ დააბრუნებს. ზოგადად, რაში დასჭირდა შსს-ს “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმით აღება, ასე იყო სერვერებთან დაკავშირებითაც. ყველაფერს შეგნებულად აზიანებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ოფისისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ. ბრძანება ჰქონდათ ასეთი, რომ რაც შეიძლება მეტად დაეზიანებინათ პარტიის ოფისი. სერვერზე საიდუმლო არაფერი არ არის. უნდოდათ შეექმნათ ილუზია, თითქოს ყველაფერი წაიღეს. რამე რომ ყოფილიყო სერვერზე მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, არ დააბრუნებდნენ. ამიტომ, ვერაფერი იპოვეს შიგნით და გადაწყვიტეს, უკან დააბრუნონ“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა 23 თებერვალს პარტიის ცენტრალურ ოფისში დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა