შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს ადვოკატი - სასამართლოს მივუთითებთ, რომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, რაც გამამართლებელი განაჩენია

როგორ შეიძლება რაიმე სახით წარმოვიდგინოთ, რომ ამ საქმეზე შეიძლება სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც დაადასტურებდა იმას, თუ ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი.

"ჩვენ შევეხებით ყველა იმ მტკიცებულებას, ექსპერტიზის ყველა იმ დასკვნას, ყველა მოწმის დაკითხვას, რომელიც პროცესზე იქნა გამოკვლეული. კიდევე ერთხელ აღვნიშნავთ სასამართლოს წინაშე, რომ არც ერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი სასამართლო სხდომებზე, რომელიც დაადასტურებს არასრულწლოვნების და ბრალდებულების შემხებლობას გიორგი შაქარაშვილთან. ექსპერტიზის არც ერთი დასკვნა არ არის წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების შემხებლობას გარდაცვლილ შაქარაშვილთან. ერთი მოწმე არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს, რომელიც იტყოდა, რომ ე.წ. შემთხვევის ადგილზე მოხდა ჩხუბი, რომ ვინმემ სცემა გიორგი შაქარაშვილი და ვინმემ წყალში ჩააგდო. ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. სასამართლოს მივუთითებთ, რომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც გამამართლებელი განაჩენია. იმის ფონეზე, როცა ბრალდების მხარეს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება რაიმე სახით წარმოვიდგინოთ, რომ ამ საქმეზე შეიძლება სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს",- განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა