მიხეილ სარჯველაძე - კერძო სასწავლებელში სწავლა დაკავშირებულია საფასურის გადახდასთან, ეს აქსიომატური დებულებაა და გასაგებია ყველასთვის

კერძო სასწავლებელში სწავლა დაკავშირებულია საფასურის გადახდასთან, ეს აქსიომატური დებულებაა და გასაგებია ყველასთვის,- ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველძემ ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, კერძო სკოლას ენიჭება უფლებამოსილება სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე მოსწავლეს სტატუსი შეიწყვიტოს.

კითხვაზე, როგორ შეძლებს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლე განათლების მიღებას სხვა სასწავლო დაწესებულებაში, სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, განათლების სამინისტროს ექნება ვალდებულება, რომ მოსწავლისთვის საჯარო სკოლაში განათლების მიღება უზრუნველყოს.

„რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რა შინაარსის არის ის კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია, მისი არსი არის ასეთი, იმ შემთხვევაში თუკი საფასურის გადაუხდელობა შეიძლება ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდეს, ეს არ უნდა მოხდეს ისეთ დროს, როცა მოსწავლეს შეიძლება წაერთვას განათლებაზე უფლება და ამის რეალიზების შესაძლებლობლობა, ამიტომ აღებულია პერიოდი სემესტრებს შორის იმისთვის, რომ არ მოხდეს წყვეტა სასწავლო პროცესში.

სამინისტროს ვალდებულება ეკისრება პირდაპირ, რომ უზრუნველყოს კონკრეტული მოსწავლის გადაყვანა საჯარო სკოლაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს განათლების სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება,"- განაცხადა სარჯველაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს