Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 103 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 241 მილიონზე მეტი ადამიანი

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 103 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 241 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.7 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შედეგად კი პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 4.6 წელი დასჭირდება. ყველაზე მეტი - 75 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 22%-ს შეადგენს. მე-2 ადგილზე ჩინეთია 40.5 მილიონი ვაქცინირებულით. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 8 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 88.4 ვაქცინირებულს ნიშნავს.

ისრაელის შემდეგ პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია, სადაც მოსახლეობის 56% აიცრა. მას გაერთიანებული სამეფო, აშშ, ჩილე, მაროკო და თურქეთი მოჰყვებიან.

იხილეთ ვიდეო: Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 103 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 241 მილიონზე მეტი ადამიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა