შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ადვოკატებს სასამართლოსთვის სათქმელი არაფერი ჰქონდათ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ადვოკატებს სასამართლოსთვის სათქმელი არაფერი ჰქონდათ.

როგორც პროკურორი განმარტავს, სასამართლო დარწმუნდა, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა, რაშიც სასამართლო დაცვის მხარემ დაარწმუნა.

"დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ დაცვის მხარეს სათქმელი ნამდვილად არაფერი ჰქონდა, მათ ვერაფერი თქვეს სასამართლოს წინაშე. ძალიან ზერელედ, ზედაპირულად შეეხნენ ისინი მტკიცებულებებს. არცერთი ადვოკატის დასკვნითი სიტყვა არ მოიცავდა რაიმე სახის თუნდაც, მოწმეების დისკრედიტაციას, მათ სასამართლოს წინაშე არგუმენტებით გაჯერებული სიტყვა ვერ წარმოადგინეს, რომელიც სასამართლოს რაიმეში დაარწმუნებდა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, რომელსაც დაცვის მხარე შეეხო, ყველა მათგანის დასაბუთება თითქმის, ერთნაირი იყო. ისინი დაუსაბუთებლად აცხადებდნენ, რომ ბრალდებულებს არ ჩაუდენიათ დანაშაული. თუმცა, რაიმე არგუმენტაცია სასამართლოში ვერ მოიტანეს. დაცვის მხარისგან მოლოდინი უფრო მეტი გვქონდა, ვფიქრობდით, რომ დასკვნითი სიტყვა სხვა კუთხით იქნებოდა დასაბუთებული, თუმცა, ეს მოლოდინიც არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომელიმე ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხში ეჭვი შეტანილიყო სასამართლოს მიერ. ამ შემთხვევაში, უფრო მეტად დარწმუნდა სასამართლო, რომ ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა და კიდევ ერთხელ, დაცვის მხარემ დაარწმუნა ამაში სასამართლო",- განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს