პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა სპეციალური მოსმენა გაიმართოს

მიმდინარე კვირას, პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა სპეციალური მოსმენა გაიმართოს, სადაც მინისტრებს მოუსმენენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაზე უარს არ იტყვის.

“მიმდინარე კვირას დაგეგმილ “მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუკი იქნება კონსულტაციები, შესაძლებელია, პარასკევს, პლენარული სხდომის ან კომიტეტის ფორმატში სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და მაღალი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხს მივანიჭოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საკითხზე შესაძლოა სპეციალური მოსმენა გაიმართოს

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს