ადვოკატი - ვახტანგ ჩიქოვანს გიორგი შაქარაშვილი თვალით არ უნახავს - მწუხარებას გამოთქვამს, რომ იმ ადგილას, იმ დროს აღმოჩნდა, თუმცა, უდანაშაულოა და გამამართლებელ განაჩენს ელოდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის ლელა გოგოლაძის განცხადებით, ჩიქოვანმა საკუთარ საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მას გიორგი შაქარაშვილი შემთხვევის დღეს თვალით არ უნახავს.

ადვოკატის თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესი და ბრალდებულების საბოლოო სიტყვები საკმაოდ ემოციური იყო.

"დღეს იყო ემოციურად დატვირთული პროცესი, მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა. ამ მოცემულობით, მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის გვაქვს. ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლოს უთხრა, რომ ის სრულიად უდანაშაულოა, მას გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი თვალით არ უნახავს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მანქანიდან გადმოსვლამდე სიბნელეში გაუჩინარდა შაქარაშვილი. ზოგადად, ჩიქოვანი დიდ მწუხარებას გამოთქვამს, რომ იმ ადგილას იმ დროს აღმოჩნდა, თუმცა, უდანაშაულოა და გამამართლებელ განაჩენს ელოდება",- განაცხადა გოგოლაძემ.

კიდევ ერთი ბრალდებულის, მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე უალტერნატივოდ დადგება გამამართლებელი განაჩენი.

"ბრალდებულთა საბოლოო სიტყვა ემოციური იყო, ოღონდ ბუნებრივად ემოციური იყო, ჩვენზეც მოახდინა გავლენა. თუ სასამართლო სამართლებრივად იაზროვნებს, რისი იმედიც გვაქვს, უალტერნატივოდ დადგება გამამართლებელი განაჩენი. სასამართლო უკვე სათათბირო ოთახში გავიდა, თარიღი არ ვიცით, თუ როდის გამოაცხადებს, ფიქრის პროცესშია", - განაცხადა მამულაშვილმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა განაჩენის გამოსატანად. თუ როდის გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს, უცნობია.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს