ირაკლი ქადაგიშვილი - ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, "ნაცმოძრაობის" ოფისის დარბევას მმართველ პარტიასა და პრემიერთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს

ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევას მმართველ პარტიასთან, პრემიერ-მინისტრთან და ა.შ. არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფსის დარბევასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს უპასუხა.

მისი თქმით, მსგავსი რამ არ შეიძლება მმართველი გუნდის ინტერესებში იყოს, რადგან ოპოზიციის სპეკულაციის საგანი ხდება.

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ოფისზე რაიმე სახის თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია და იმავე საღამოს, როცა ეს ფაქტი მოხდა, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. თავდამსხმელები დაკავებულნი არიან, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან. „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ეს ხომ კონტრპროდუქტიულია მმართველი პარტიისთვის და ე.წ. რადიკალური ოპოზიციისთვის სპეკულაციის საგანი ხდება. ამიტომ მოდით რა, ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, არავითარი კავშირი ამას მმართველ პარტიასთან, პრემიერ- მინისტრთან და ა.შ. არ შეიძლება ჰქონდეს,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა