„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება და 100-დან 60 ქულა აქვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის - „თავისუფლება მსოფლიოში 2021-ის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება და 100-დან 60 ქულა აქვს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს და მისი დემოკრატიის ტრაექტორიამ 2012-2013 წლებში გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა, რაც მთავრობის შეცვლას უკავშირდებოდა, თუმცა, ბოლო წლებია ის უკუსვლას განიცდის.

„ოლიგარქიული გავლენა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო პოლიტიზირებულობა არყევს კანონის უზენაესობას. სამოქალაქო თავისუფლებები კი არათანმიმდევრულად არის დაცული. ივნისში პარლამენტმა ახალი შერეული საარჩევნო სისტემა დანერგა, რომელიც შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებში განხორციელდა. ახალი სისტემის მიხედვით, ადგილების უმეტესობა ივსება პროპორციული წარმომადგენლობით. ოქტომბრისა და ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" მესამე ვადით გაიმარჯვა, თუმცა საარჩევნო ბრძოლას ზიანი მიადგა ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებით, ძალადობის შემთხვევებით და მონაცემებში აშკარა შეცდომებით, რამაც ნოემბერში ჩატარებულ მეორე ტურში ოპოზიციის ბოიკოტი განაპირობა. ამომრჩეველთა აქტივობამ ამ ტურში 26 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ“, - ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ გასული წლის ანგარიშში საქართველოს 61 ქულა ჰქონდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს