გრიგოლ გეგელია - მედიატორულ ჯგუფში ჩართვის თაობაზე საუბრები გვქონდა ბევრ ევროპარლამენტართან, მათ შორის კუბილიუსთან, კრამონთან და გრეგოროვასთან

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მედიატორთა ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერები ევროპარლამენტარებს, მათ შორის ანდრიუს კუბილიუს, ვიოლა ფონ კრამონსა და მარკეტა გრეგოროვას ესაუბრნენ.

როგორც გეგლიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ბრიუსელში მიმდინარეობს მუშაობა ჯგუფზე, ვინც შესაძლოა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესში მედიატორის როლში ჩაერთოს.

„ეს პროცესი თითქმის ორი თვის წინ დავიწყეთ, როდესაც „ლელოს“ ლიდერებს სერბეთის ოპოზიციის ლიდერებთან ჰქონდათ საუბარი. ამას მოჰყვა კონკრეტული საუბრები ბევრ ევროპარლამენტართან, მათ შორის კუბილიუსთან, კრამონთან, გრეგოროვასთან მედიაციის ფორმატის თაობაზე. თავიდანვე ძალიან ნათლად ვთქვით, რომ ვისურვებდით ფასილიტაციის პროცესი მედიაციის პოროცესში გადასულიყო და შესაბამისად, ბრიუსელში მიდის მუშაობა ევროპარლამენტარ კოლეგებთან და მიდის მუშაობა ჯგუფზე, ვინც შეიძლება ჩაერთოს მედიატორის ამპლუაში ამ კრიზისის გადაჭრის პროცესში“,- განაცხადა გეგელიამ.

რაც შეეხება 16 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ ასოცირების სხდომას, გეგელია ამბობს, რომ იქ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლით გადაწყდება, „ქართული ოცნება“ პატივს სცემს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მანდატს, თუ საქართველოს გასწირავს, რომ 2036 წელსაც კი ვერ გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის კანდიდატი.

„ქართული ოცნება“ ან პატივს სცემს პრეზიდენტ მიშელის მანდატს, ან პირდაპირ იტყვის, რომ საქართველო გასწირეს იზოლაციისთვის, გასწირეს იმისთვის, რომ მხოლოდ 2024 წელს კი არა 2036 წელსაც არ იყოს კანდიდატიც კი ევროპული კავშირის და ნატო-ს წევრობის, შესაბამისად, გასწირეს რუსეთისთვის. ასე მარტივად ვუყენებთ საკითხს ღარიბაშვილს“, - განაცხადა გეგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა