მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მხრიდან არ იყო სწორად გადადგმული ნაბიჯი, როცა აქციები განაახლეს, მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, თითქოს მოლაპარაკება სურდათ

მნიშვნელოვანი იქნება პოზიციების მოსმენა იმის თაობაზე, რატომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და არა იმაზე მსჯელობა, აქციები გაიმართება თუ არა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ აქციების მოდიფიცირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების პროცესში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საერთო ხედვის წერტილები იპოვონ.

"აქციების შეჩერებასთან თუ შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის გადაწყვეტილებას დიალოგის უალტერნატივობასთან მიმართებაში კავშირი არ აქვს და ეს ცალკე საკითხია. ალბათ, ამას თვითონაც ასე განიხილავენ. მოლაპარაკება და ამ პროცესში ჩართვა უალტერნატივოა. მათი მხრიდან არ იყო თავდაპირველად სწორად გადადგმული ნაბიჯი, როცა აქციები განაახლეს იმის მიუხედავად, რომ ამბობდნენ, თითქოს მათ სურდათ მოლაპარაკება. ეს ყველაფერი არათანმიმდევრული იყო", - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, როგორც სარჯველაძემ განაცხადა, პრობლემის გადაჭრა მარტივია და ოპოზიციამ საკუთარი მოსაზრებები უნდა დაასაბუთოს.

"ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს და თუ აღმოჩნება, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად და იყო ერთპროცენტიანზე მეტი გადაცდომა, ჩვენი მხარისგან ითქვა, რომ ასეთ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები ჩატარდება. თუ ეს ვერ დასაბუთდება, ასეთ პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება გამართლებული არ არის. ასეთ მოთხოვნას არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ შეიძლება იზიარებდეს და რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავდეს. თუ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს საკმარისი პირობა შეიძლება იყოს ახალი არჩევნების ჩატარებისთვის? ამას სჭირდება ახსნა და დასაბუთება. ვინმეს სიტყვაზე ხომ არ ვენდობით?", - განაცხადა სარჯველაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი