პაატა იმნაძე ჩინურ ვაქცინაზე - ჩვენი საელჩო მუშაობს ამაზე, მთავრობასთან მიდის მოლაპარაკება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ჩინური ვაქცინის ლობირებასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის ბრალდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვაქცინის მიღების პროცესი სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებით ხდება.

როგორც იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, მოსახლეობა ჩინური ვაქცინით იცრება.

„თურმე ჩინურ ვაქცინას ვლობირებ. მთელი თურქეთი ჩინური ვაქცინით აიცრა. თურქეთში 10%- ია აცრილი ჩინური ვაქცინით.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას სამწუხაროდ, ჯერ არ მიუნიჭებია ჩინური ვაქცინისთვის, თუმცა დოკუმენტები შეტანილია. მსოფლიოში ამდენი ქვეყანა ამ ვაქცინით იცრება. რა ლობირება, რის ლობირება, ეს ხომ სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებით ხდება. წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის ჩინეთში, იქ ჩვენი საელჩო მუშაობს ამაზე. მთავრობასთან მიდის მოლაპარაკება“,- განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ „ჩინურ ვაქცინაზე გარკვეული წრეები მუშაობენ პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია